"წულუკიანი არ უნდა იყოს მინისტრი" - პარლამენტის უკანა შესასვლელთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.
ხელოვანები მოუწოდებენ დეპუტატებს, კულტურის მინისტრობის კანდიდატ წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ.
აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და 54 შეკითხვა, რომელიც კულტურის მინისტრის მიმართ აქვთ, პროექტორის საშუალებით პარლამენტის კედლებზე გამოსახეს.
მათი თქმით, პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ წულუკიანთან კითხვების პირისპირ დასმის საშუალება არ მიეცათ.
"ივნისის თვიდან მოყოლებული ქალბატონი მინისტრი არ გვხვდება და არ პასუხობს ჩვენს შეკითხვებს. არ მოხერხდა ის, რომ ბოიკოტში მყოფი 450-მა კაცმა აუხსნას და გაუზიაროს ის წუხილი, რაც ამ სექტორს აქვს., ჩვენთვის დიდი დანაკლისია, როცა ჩვენ ბოიკოტს ვაცხადებთ. ჩვენ უარს ვამბობთ კუთვნილ თანხებსა და იმ პროცესებზე, რაც ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია... დღეს, როდესაც ქალბატონ მინისტრს ჰქონდა მოხსენება, ჩვენ გავმართეთ აქცია იმისთვის, რომ თითოეულ დეპუტატს დავაკისროთ ვალდებულება მისი ხელმეორედ ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაციის მიცემისთვის. ჩვენი აზრით, ქალბატონი თეა, როგორც კულტურის მინისტრი ფაქტობრივად შლის კულტურის სფეროს"-ამბობს აქციის მონაწილე, მსახიობი თინა ლაღიძე.
დღეს პარლამენტში კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის თეა წულუკიანს უსმენენ.